LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ პოლიციას მიმართეს, როცა მათი სახლი დრონებმა მოაქციეს ალყაში

166
megannewss3434545

მართალია, სამეფო წყვილმა საკუთარი ნებით თქვა უარი სამეფო პრივილეგიებზე, რათა ნაკლებად მიექცია ჟურნალისტთა ყურადღება, მაგრამ ცნობიმოსყვარე პაპარაცებისგან თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. მეგანი და ჰარი განსაკუთრებით ლოს-ანჯელესში შეწუხდნენ, სადაც რეპორტიორებმა ნამდვილი ომი გამოუხდაეს და შეტევაზე ათეულობით დრონით გადავიდნენ, რომლებიც მუდმივად ფრენენ სახლის თავზე, სადაც წყვილი ერთი წლის შვილთან – არჩისთან ერთად დაბინავდა. პაპარაცებისგან თავის დასაცავად, რომლებიც არაფერს ერიდებიან ექსკლუზიური მასალის, ფოტოების მოპოვებლად, ჰარიმ და მეგანმა პოლიციას მიმართეს.

სხვათა შორის, წყვილი მეგანის მეგობრის, კინომაგნატის ტაილერ პერის სახლში ცხოვრობს, თუმცა რამდენად იხდის გადასახადს, ჟურნალისტებისთვის უცნობია. მართალია, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები, თითქოს ჩარლი შვილი ოჯახის დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. თუმცა, ახლა ჰარი მართლაც ფიქრობს დაცვის დაქირავებას, რადგან არა მხოლოდ დრონებით უტევენ, არამედ მის ავტომობილსაც ხშირად უსაფრდებიან პაპარაცები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები