სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია,  ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის, მიშა ნანოუს ქორწილში იყვნენ. პრინცმა ჰარიმ მკვეთრი შავი ფერის კოსტიუმი მოირგო ,მეგანმა კი 16 400 დოლარად შეფასებული ვალენტინოს კაბა. მეგანს, როგორც ყოველთვის თმა კლასიკურად ჰქონდა შეკრული, ყურს კი თეთრი ოქროს საყურეები უმშვენებდა.

მოდის დიზაინერის მიშა ნანოუს ქორწილის აღსანიშნავად, რომში მეგანი და ჰარი, არჩის გარეშე ჩავიდნენ.

 

მიშა ნანოუ ცნობილი დიზაინერია და მეგანის ერთ – ერთი საუკეთესო მეგობარია. წყაროების ცნობით,  სწორედ მიშამ გააცნო მეგანი ჰარის. ტაბლოიდები იმასაც წერენ,რომ მეგანი მეგობრის ქორწილს არაფრის გამო არ გამოტოვებდა. გასულ წელს დიზაინერი სამეფო ქორწილსაც დაესწრო და ასევე იმყოფებოდა თებერვალში baby shower-ზე, რომელიც პატარა არჩისთვის გაკეთდა.

ვარსკვლავურ ქორწილს ასევე ესწრებოდნენ ივანკა ტრამპი და ქეითი პერი, თავის საქმროსთან ორლანდო ბლუმთან ერთად. სტუმრებში ასევე გამოჩნდა, ლეგენდარული პოლ მაკკარტნი.

ქორწილი რომში, მე -17 საუკუნის განსაცვიფრებელ ვილაში გადაიხადეს.

 

მსგავსი თემები