LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის ფოტოები, რომლებიც სამეფო ოჯახის მოთხოვნით წაშალეს

megan

მას შემდეგ, რაც მეგან მარკლი ბრიტანული მოდის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოჩნდა, მისი კულისებში გადაღებული ფოტო ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე განათავსეს. ფოტოზე სასექსის ჰერცოგინია დიზაინერ კლერ უეიტ კელერთან და მსახიობ როზამუნდა პაიკთან ერთად პოზირებს. მეგანმა, როზამუნდამ და კლერმა, როგორ უახლოესმა მეგობრებმა კულისებში სახალისო ფოტოები გადაიღეს, რომელიც ბრიტანული დაჯილდოების საიტზე მოხვდა. რამდენიმე დღეში კი ფოტოები მოულოდნელად საიტიდან გაქრა.

დღეს ცნობილი, ხდება, რომ ფოტოების საიტიდან აღება ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა მოითხოვა. სავარაუდოდ, არაოფიციალური ფოტოები სამეფო ოაჯხის ეტიკეტს ეწინააღმდეგება, რაც მათი გაქრობის მიზეზი გახდა.

ცხადია, ფოტოები სხვადასხვა გამოცემებმა უკვე გაავრცელეს, თუმცა ისინი საიტზე აღარ დევს. შავ-თეთრი ფოტოების ავტორი აივან ფაბინგია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები