LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოკოლაჟი ფსიქოლოგმა ახსნა

873
Captureww

„მეგან მარკლმა, პრინც ჰარის დაბადების დღეზე საგულდაგულოდ შერჩეული კოლაჟი გამოაქვეყნა“, – ამტკიცებს ფსიქოლოგი.

სასექსის ჰერცოგინიამ პრინც ჰარის 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, instagram-ის გვერდზე 9 ფოტოსურათისგან შექმნილი კოლაჟი გამოაქვეყნა.

როგორც ცნობილი ფსიქოლოგი, ჯო ჰემინგსი ამტკიცებს, მეგან მარკლმა ყველა ფოტო ზედმიწევნით შეარჩია და თითოეულ მათგანს თავისი დატვირთვა აქვს. Fabulous Digital-თან ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში ჯო ამბობს:

„კოლაჟი ყურადღებითაა შექმნილი, თუმცა, ფოტოებს შორის ვერც პრინცის მამის, ვერც დედოფლის და ვერც ქეით მიდლტონის ფოტო ვერ მოხვდა“.

კოლაჟის პირველ ფოტოზე პრინცესა დიანაა გამოსახული, რომელსაც ხელში პატარა ჰარი უჭირავს და თვითმფრინავიდან ჩამოდის. ფოტო 1984 წელსაა გადაღებული. ფსიქოლოგი მეგან მარკლის მხრიდან ამ ფოტოს არჩევას „უცნაურს“ უწოდებს.

„ყველაზე მეტად რაც გამიკვირდა ისაა, რომ პრინცესა ამ ფოტოზე ბედნიერად არ გამოიყურება. ჰარისა და დიანას ფოტოებს შორის ეს ყველაზე უცნაური არჩევანია“, – აღნიშნავს ჯო ჰემინგსი.

შემდეგ ფოტოზე ჰარი 3 წლისაა და მის საბავშვო ბაღში წასვლის დღესაა გადაღებული. ფსიქოლოგის ახსნით, მეგანს ამ ფოტოთი სურდა ქრონოლოგია არ დარღვეულიყო. გარდა ამისა, პატარა ჰარი, რომელიც ფოტოდან მორცხვად აქნევს ხელს, მის დაუცველობას უსვამს ხაზს.

„შეტყობინება უილიამისთვის“ – ასე უწოდა ფსიქოლოგმა კოლაჟში მოხვედრილ ჰარისა და უილიამის ერთადერთ ფოტოს. მისი თქმით, ეს არჩევანიც ცოტა უცნაურია, რადგან ძმებს უამრავი საერთო ფოტო აქვთ, სადაც მათი ერთმანეთისადმი „ძმური“ დამოკიდებულება უფრო კარგად ჩანს. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე ჰარი უკმაყოფილოდ გამოიყურება.

შემდეგ ფოტოზე გამოსახულია მომღიმარი ჰარი სამხედრო ფორმით. ფსიქოლოგის თქმით, ეს ფოტო გამოხატავს ჰარის იმ თვისებებს, რომლითაც მეგან მარკლი განსაკუთრებით აღფრთოვანებულია. ფოტოზე კარგად ჩანს ჰარის დადებითი დამოკიდებულება ხალხთან.

მეხუთე ფოტო მეგანის ფეხმძიმობის დროს. ეს ფოტო ერთ-ერთია იმ ფოტოთაგან, სადაც ჰარი იღიმება. ფსიქოლოგის თქმით, ფოტო გამოხატავს ჰარის სიმამაცეს, მას თავისი მოვალეობების არ ეშინია.

შემდეგ ფოტოზე ჰარი ბაბუასთან ერთადაა გამოსახული, სადაც ის ვეტერანებს მიაგებს პატივს. სავარაუდოდ, მეგანმა ეს ფოტო სწორედ ამ მიზეზით შეარჩია.

„ის, რაც მას ყველაზე მეტად იზიდავს პომპეზურობაა. ეს ყველაზე გრანდიოზული და მიმზიდველი ფოტოა შერჩეული ფოტოებიდან“, – ამბობს ფსიქოლოგი.

შემდეგი ფოტო განსხვავებულია და ის მეგანისა და ჰარის სამეფო მოგზაურობის დროსაა გადაღებული. ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ამ ფოტოთი მეგანს უნდოდა ეჩვენებინა თუ როგორ შეიცვალა ჰარი მასთან ურთიერთობის შემდეგ.
შემდეგი ფოტო ქორწილიდანაა და მასზე ჰარისა და მეგანის კოცნის მომენტია დაფიქსირებული.

„ეს პირველი ფოტოა კოლაჟიდან, სადაც მეგანიცაა გამოსახული, მაგრამ ჩვენ მის სახეს ვერ ვხედავთ. ეს ინტიმურია, მაგრამ ამავდროულად ოფიციალური ფოტო ქორწილიდან, რაც ცოტათი საეჭვოა. გასაკვირია, რომ მან არ აირჩია ფოტო, სადაც ისინი ერთმანეთს უყურებენ“, – აღნიშნავს ჯო ჰემინგსი.

კოლაჟის ბოლო ფოტო პრინცისა და ჰერცოგინიას შვილის, არჩის ნათლობის დღესაა გადაღებული. ეს ფოტო აქამდე არსად გამოქვეყნებულა. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ამ ფოტოთი მეგანი ცდილობს ფოკუსირება მოახდინოს მის ქმარზე და არა საკუთარ თავზე. „ფოტო აჩვენებს, თუ რამდენად მზრუნველია ის შვილის მიმართ. ფოტო გამოხატავს ჰარის სიყვარულს და სიამაყეს მაშინ, როცა მეგანს არჩი უბრალოდ ხელში უჭირავს და მაინც, ჩვენ ისევ ვერ ვხედავთ მის სახეს“, – ამბობს ფსიქოლოგი.

 

მარიამ გაბისონია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები