LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის საქორწინო კაბით შთაგონებული Halloween-ის კოსტიუმები გაყიდვაშია

737
Captureg

გასულ წელს მეგან მარკლის საქორწილო კაბით ყველა „შეპყრობილი“ იყო, წელს კი მისი შეძენა ჰელოუინისთვის შეგიძლიათ.
მოდის ბრენდი „Yandy“ „ამერიკელი პრინცესას“ კოსტიუმს ყიდის, რომელიც სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის საქორწინო კაბითაა შთაგონებული. კაბის ღირებულება თითქმის 20 ფუნტია.

აღნიშნულ კაბას ბევრი საერთო აქვს Givenchy-ს საქორწინო კაბასთან, რომელიც მეგან მარკლისთვის შეიქმნა, თუმცა, განსხვავებები მაინც შესამჩნევია. „Yandy-ს“ მიერ შემოთავაზებული კაბა უფრო მოკლე და ვიწროა. მოდელს კი, რომელსაც კოსტიუმი აცვია, მეგან მარკლის მსგავსი ვარცხნილობა აქვს.

„თქვენ ნამდვილი ზღაპრული ცხოვრებით ცხოვრობთ“ – ნათქვამია კოსტიუმის აღწერაში. იმისათვის, რომ აღნიშნული კოსტიუმი Halloween-ისთვის შეიძინოთ, ტრანსპორტირების 7.55 ფუნტიც უნდა დაამატოთ და კაბას 15 დღეში მიიღებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები