LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის სიურპრიზი საყვარელ დიზაინერს (ფოტო/ვიდეო)

megan

ბრიტანული მოდის დაჯილდოება, რომელიც ლონდონში გაიმართა, ნამდვილი დღესასწაული აღმოჩნდა. ყველასთვის მოულოდნელად, წლის საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერის გამოსავლენად სცენაზე სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი გამოვიდა. პუბლიკისთვის მისი გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა და ორსული ჰერცოგინიას გამოჩენას ხალხი აპლოდისმენტითა და შეძახილებით შეხვდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ქალთა ხაზის დიზაინერად „ჟივენშის“ მოდის სახლის დიზაინერი კლერ უეიტ კელერი დასახელდა, რომლისთვისაც მეგან მარკლის ხილვა ასევე სიურპრიზი იყო. სცენაზე ასულმა კლერმა ემოციების დამალვა ვერ შეძლო. სწორედ „ჟივენშის“ მოდის სახლმა შექმნა მეგან მარკლის საქორწილო კაბა. დაჯილდოებაზე მეგანს კლერ უეიტ კელერის მიერ შექმნილი შავი კაბა ეცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები