სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და პრინცი ჰარი, 4 თვის არჩისთან ერთად აფრიკაში 10 დღიან ტურნეში იმყოფებიან. აღსანიშნავია, ისიც, რომ ეს მათთვის პირველი საოჯახო მოგზაურობაა.
როგორც BBC იუწყება, მეგანი და ჰარი, ტურნეს ფარგლებში კეიპ თაუნში ჯერ ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ, რომელიც ქალებისა და ბავშვების უფლებებს იცავს, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას.
ვიდეოში ჩანს, რომ შეხვედრამ საკმაოდ მხიარულად ჩიარა. წყვილი აფრიკულ სიმღერაზე ენერგიულად ცეკვავს.

„ისინი შესანიშნავად ცეკვავენ და ზუსტად იმეორებდნენ აფრიკული ცეკვის ნაბიჯებს”, – ამბობს ნოსისანა ნამა, 57 წლის ადგილობრივი.

ცნობისთვის, პრინცი ჰარი აფრიკაში პირველად დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, 1997 წელს გაემგზავრა. მეგან მარკლი კი აფრიკას, დაგეგმილი მოგზაურობის ფარგლებში, პირველად სტუმრობს.

 

მსგავსი თემები