LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგანი და ქეითი ერთად – სამეფო ოჯახი ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სრული შემადგენლობით დაესწრო (ფოტოები)

7037
cambridges-sussexes-t

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი ხსოვნის დღისადმი [Remembrance Day] მიძღვნილ ღონისძიებას სრული შემადგენლობით დაესწრო.

დედოფალს გვერდს პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი, ასევე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი უმშვენებდნენ.

როგორც გამოცემა the sun წერს, მეგანმა არჩევანი დახვეწილი საყელოთი „ერდემის“ შავ კაბაზე გააკეთა.

ალბერტ ჰოლში გამართულ მიღებაზე ელეგანტურად გამოიყურებოდა ქეით მიდლტონი. როგორც გამოცემა წერს, მას ზარას თავსაკრავი ეკეთა თავზე.

ცნობისთვის, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო საქმიანობებისა და ვალდებულებებისგან შემდეგი კვირიდან დასვენებას “აიღებენ” და სავარაუდოდ, ახალ წლამდე არ დაბრუნდებიან.

როგორც წესი, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები დასვენებებს აგვისტოში “იღებენ” ხოლმე. თუმცა, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ზაფხულში არ დაუსვენიათ და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ახლა.

ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი როგორ გაატარებენ ისინი ამ პერიოდს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით წყვილი უმეტესი დროის განმავლობაში ამერიკაში იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები