LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგის ქარდავა – მივმართავ გაეროს, სახალხო დამცველს და დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოება

190
1

პატიმრობაში მყოფი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ქარდავა პროკურატურის განცხადებასა და კიევში, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება და წერს, რომ მის სახლში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა.

მეგის ქარდავა მოუწოდებს გაეროს, სახალხო დამცველსა და დიპლომატიურ კორპუსს, მისი და მისი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყონ:

“ჩემი დაკავება მოხდა სასამართლო დარბაზში და არანაირი ჩხრეკა ჩემს საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა, ხოლო ის რისი ტირაჟირებაც მტკიცებულების სახით მოახდინა პროკურატურამ, დადგება დრო და პროკურატურას, პირადად შოთაძეს, აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხისგება მოუწევს.

მივმართავ გაეროს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს გაეროსთან მიცემულ ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებს და, აქედან გამომდინარე, შეისწავლონ და იმოქმედონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.” – წერს ქარდავა “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, მეგის ქარდავას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, 6 საქმეზე კი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად “ქილერა”) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

როგორც პროკურატურაში განაცხადეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები