LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელ გიბსონი 34 წლით უმცროსი შეყვარებულისგან მეცხრე შვილს ელოდება

146

ცნობილი გახდა, რომ 60 წლის მელ გიბსონი 34 წლით უმცროსი მეგობარი გოგონასგან, 26 წლის როზალინდ როსისგან შვილს ელოდება. ეს გიბსონისთვის მეცხრე შვილი იქნება. ახალი ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პაპარაცებმა მსახიობი შეყვარებულთან ერთად დუბლინში გადაიღეს. წყვილი ხელგადახვეული სეირნობდა ქუჩაში და ურთიერთობის აფიშირებასაც აღარ ერიდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მელ გიბსონი 2006 წლამდე რობინ მურზე იყო დაქორწინებული. ამ ქორწინებიდან წყვილს შვიდი შვილი ჰყავს, აქედან უფროსი ჰანა, 36 წლისაა. 2010 წლამდე გიბსონი რუს პიანისტს, ოქსანა გრიგორიევას ხვდებოდა და ამ ურთიერთობიდან მას ქალიშვილი ლუსია ჰყავს. წყვილი 2011 წელს დაშორდა, როცა ოქსანამ გიბსონი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები