LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელ გიბსონის ახალი დრამა ომის შესახებ 24 ნოემბრიდან ქართულ კინოთეატრებში

303

ბიოგრაფიული საომარი დრამა “ჰაქსოუს გმირი” პირველად ამა წლის სექტემბერს აჩვენეს ვენეციის კინოფესტივალზე. ფილმის დასრულების შემდეგ ახალმა ნამუშევარმა 10-წუთიანი აპლოდისმენტები დაიმსახურა, რის დროსაც მაყურებელი ფეხზე იდგა.

ფილმის ბიუჯეტი 40 მილიონი დოლარია, მისი გადაღებები სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პრემიერა 4 ნოემბერს შედგა და მაყურებლის დადებითი გამოხმაურება და კრიტიკოსების ქება დაიმსახურა.

დრამას “ოსკარის” ერთ-ერთ რეალურ პრეტენდენტად მიიჩნევენ.

ფილმი მოგვითხრობს ამერიკელი დეზმონდ დოსის შესახებ, რომელიც პირველი ღირსების მედალოსანი გახდა საკუთარი სამსახურისთვის ქვეყნის წინაშე.

ფილმის დახურული ჩვენება მედიისთვის რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ქართულ კინოთეატრებში მის ნახვას 24 ნოემბრიდან შეძლებთ.

 

img

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები