LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი 50 წლისაა: ამერიკის პირველი ლედის ელეგანტური იმიჯი

615
melania-tramp

26 აპრილს მელანია ტრამპმა 50 წლის იუბილე აღნიშნა. მართალია, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ბევრი აღნიშნავდა, რომ მელანია უხერხულად გრძნობდა თავს პირველი ლედის ამპლუაში, მაგრამ დღეს ტრამპის ოპონენტებიც აღიარებენ, რომ მისგან განსხვავებით, მეუღლეს ძალიან ღირსეულად უჭირავს თავი.

რა თქმა უნდა, ბევრი ვერ გაბედავს სახელმწიფოს მეთაურთან და საკუთარ მეუღლესთან ღია კონფრონტაციას, მაგრამ მელანია არასდროს ერიდება საკუთარი აზრის გამოთქმას. მაგალითად, მიგრაციაზე მეუღლეებს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ, ტრამპი მკაცრი ზომების მიღების და მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების მომხრეა, თვითონ ემიგრანტი მელანია კი, მშობლების ბავშვებთან დაშორებას არაჰუმანურად მიიჩნევს.

თუმცა, ამერიკელებს მისის ტრამპის სიმტკიცეზე მეტად, მისი გარდერობი აღაფრთოვანებთ. მართალია, ზოგჯერ მელანიას ჩაცმულობა ხუმრობის საგანი ხდება, მაგრამ მეტწილად მაინც ელეგანტურად და სტატუსის შესაბამისად გამოიყურება, არასდროს უფრთხის კაშკაშა ფერებს და უცნაურ პრინტებს, ორიგინალურად უხამებს ერთმანეთს ძვირადღირებულ და მასიური მოხმარების სამოსს.

,,ვალენტინოს” მოსასხამი


,,დიორის” პალტო 9400 დოლარი – ,,ლაბუტინის” ფეხსაცმელი 1550 დოლარი


დოლჩე & გაბანას მოსასხამი

,,მაიკლ კორსის” პალტო (3995 დოლარი)


,,შანელის” პალტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები