LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი და ბრიჯიტ მაკრონი „დოლჩე და გაბანასა“ და „ლუი ვუტონის“ კაბებში (ფოტო)

795

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფება. საფრანგეთის პირველ წყვილს თეთრ სახლში დონალდ და მელანია ტრამპებმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში მაკრონებმა ტრამპებთან ერთად თეთრი სახლის ეზოში ხე დარგეს, რომლის ნერგებიც საფრანგეთის იმ რაიონიდან ჩამოიტანეს, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს 9 ათასამდე ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ამერიკისა და საფრანგეთის 250 წლიანი მეგობრობის აღსანიშნავად ორი ქვეყნის ლიდერებს დატვირთული გრაფიკი აქვთ, არანაკლებ საინტერესოა საფრანგეთისა და ამერიკის პირველი ქალბატონების სამუშაო დღეც.

მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა მელანია ტრამპისა და ბრიჯიტ მაკრონის ულამაზესი კაბები, რომლითაც ისინი ვიზიტის პირველ დღეს გამოჩნდნენ. მელანიამ აქცენტი შავ ფერზე გააკეთა და „დოლჩე და გაბანას“ კაბაში გამოჩნდა, რომელიც „ჟივენშის“ მოსასხამთან და „კრისტიან ლაბუტინის” ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. მელანიასგან განსხვავებით, პასტელური ფერის კაბაზე გააკეთა აქცენტი ბრიჯიტ მაკრონმა, რომელსაც „ლუი ვუტონის“ კლასიკური კაბა ეცვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები