LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი ფლორიდაში „გუჩის“ 3700 დოლარიანი კაბით გამოჩნდა

859
melania2021

გუშინ დონალდ და მელანია ტრამპებმა, პირველად ამერიკის ისტორიაში, ტრადიცია დაარღვიეს და ახალი პრეზიდენტის ინაუგურიას არ დაესწრნენ. მეუღლეებმა თეთრი სახლი ინაუგურაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს და ფლორიდაში გაფრინდნენ. თეთრი სახლი მელანიამ „დოლჩე და გაბანას“ და „შანელის“ ერთმანეთთან შეხამებული ულამაზესი ორეულით დატოვა, ფლორიდაში კი პირველი ლედი უკვე სულ სხვა ლუქით გამოჩნდა.

მეუღლეები პირადი თვითმფრინავიდან ერთად ჩამოვიდნენ. მელანიას ამჯერად „გუჩის“ სტაფილოსფერში გადაწყვეტილი ულამაზესი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 3700 დოლარია. ანსამბლს ყოფილმა პირველმა ლედიმ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი და სათვალე შეუხამა. მოდის ექსპერტები თვლიან, რომ ევროპელი დიზაინერების არჩევით მელანიამ ამერიკელი დიზაინერების მიმართ ერთგვარი პროტესტი გამოხატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები