LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპი „რიმ აკრას“ 4 ათას დოლარიან ულამაზეს კაბაში (ფოტო)

467
mlntrmp

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მეუღლესთან ერთად თეთრ სახლში კონგრესმენებს უმასპინძლა და მათთვის საშობაო წვეულება გამართა. ტრადიციულ ყოველწლიურ ღონისძიებას მელანია ტრამპი განსაკუთრებულ ფორმაში დაესწრო. 49 წლის პირველმა ლედიმ ამჯერადაც არჩევანი ლიბანელი დიზაინერის, „რიმ აკრას“ თეთრ კაბაზე გააკეთა, რომელიც ოქროსფერი ბისერებით იყო გაფორმებული. კაბის ღირებულება 4 ათასი ამერიკული დოლარია და ის სპეციალურად პირველი ლედისთვის არ შექმნილა, კაბა მელანიამ ახალი კოლექციიდან შეარჩია.

დონალდ ტრამპი კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოვიდა, მელანიამ კი სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და დღეს შთამბეჭდავი უწოდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები