LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: როცა პრეზიდენტად გყავს ქალბატონი ზურაბიშვილი, პრემიერად ბახტაძე, ლარი გაუფასურდება, აბა რა მოხდება

132
5100679086

ეროვნული ვალუტის  გაუფასურებას ოპოზიცია ეხმაურება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ლარის კურსის რეკორდულ ვარდნასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

“უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებშიც კი, ამ პერიოდში, წელიწადის ამ დროს, ლარი ყოველთვის მყარდებოდა. თუკი გადავხედავთ განვლილ 7 წელიწადს და დღეს რას ვხედავთ? ვხედავთ, რომ ამ პერიოდში ლარი ისტორიულ ნიშნულამდე დაეცა, რაც სულ არ არის აუცილებელი, იყო ფინანსისტი ან ეკონომისტი, რომ ივარაუდო, რომ ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი.

რა არის გამოსავალი, რა რჩევები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ? არანაირი! მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყანაში პრეზიდენტად გყავს ქალბატონო ზურაბიშვილი, როდესაც პრემიერ-მინისტრად გყავს ბატონი ბახტაძე, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გყავს ბატონი კობახიძე, როდესაც ანრი ოხანაშვილი არის წამყვანი პოლიტიკოსი ქართული ოცნების და ა.შ. ლარი გაუფასურდება, აბა რა მოხდება ,”- აცხადებს მელია

ეროვნული ვალუტის ვარდნას პირდაპირ ხელისუფლების ქმედებებს უკავშირებს ფრაქცია ევროპული საქართველო – რეგიონების წევრი, სერგი კაპანაძე. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია, ინვესტიციების რაოდენობა ქვეყანაში იკლებს, ლარის კურსის გაუფასურება გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ტენდენცია, რაც არის ბოლო წლების განმავლობაში და ბოლო თვეების განმავლობაში – ლარის გაუფასურება პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის და მისი გუნდის მიერ გატარებულ აბსოლუტურად მავნე ეკონომიკური პოლიტიკის შედეგზე. ის, რასაც აკეთებს ეს ხელისუფლება, რაც იწვევს ფასების გაძვირებას, რაც იწვევს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების შემცირებას, რაც იწვევს, მათ შორის, ფულადი გადარიცხვების შემოდინების შემცირებას. ეს ყველაფერი ჯამში ახდენს გავლენას იმ ნეგატიური ტენდენციაზე, რის ბუნებრივი შედეგიც არის ლარის გაუფასურება. ამიტომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, მისი ეკონომიკური გუნდი და პირველ რიგში, არაფორმალური მმართველი, ბატონი ივანიშვილი,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 29 მაისის კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2,7876 ლარს გაუტოლდა, რაც ლარის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

29 მაისისთვის ლარის საშუალო საბაზრო ღირებულება 2,79 ლარი, ხოლო ევროსი 3,12 ლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები