LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს

508
20746403-2011483445753143-5162379081947594905-o

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საკუთარ “ფეისბუქ გვერდზე”, „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს. მელია ასევე ახალი არხის შექმნასაც აანონსებს.

„პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს. რუსთავი 2“-ით ხდებოდა მათი მხილებაც, საზოგადოებაში პროტესტის ზრდაც, მაგრამ ამავდროულად, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადღაც რომ ასე მძლავრად ისმოდა სიმართლე, ეს ხალხს როგორღაც მაინც ამშვიდებდა. ახლა კი მან ამ განმუხტვის, ორთქლის გამოშვების შანსიც ჩაკლა და აუცილებლად აიხდის თავს ჩაიდანი და სწორედ მას დაფუფქავს. ამასობაში კი შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს“, – წერს მელია.

 

https://www.facebook.com/nick.melia.165/posts/10161843365505167

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები