LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

"მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო" – გიგა ბოკერია

105
გიგა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ მისი თანაგუნდელი ოთარ კახიძე მართალია და ნიკა მელიამ თავის დროზე პოლიტიკურად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა. გიგა ბოკერიას თქმით, მელიას მიმართ არსებული ბრალდებები სამართლებრივად აბსურდია და მხოლოდ იმის მცდელობაა, მოიხსნან ის პასუხისმგებლობა, რაც ბოკერიას თქმით, გახარიას და ივანიშვილის ხელისუფლებას ეკისრება. 

იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება - პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენებზე

პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას.

“ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ მცირე, ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” ამსამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს, ან არ შეეგოუს და აწარმოოს ამაზე დისკუსია“, – აცხადებს ბოკერია.

რაც შეეხება ოთარ კახიძის განცხადებას, ის სოციალურ ქსელში სოფო ვერძეულის სიტყვებს გამოეხმაურა, თითქოს 20 ივნისს , ათი საათიდან აქცია ძალადობრივი გახდა.

კახიძე წერს, რომ ნიკა მელიას პროვოკაციული და უპასუხისმგებლო განცხადება პარლამენტში “მშვიდობინი შესვლის” თაობაზე არ უნდა გაკეთებინა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები