LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას უპირობო ზოგიერთ მომხრეს ვურჩევ, კრიტიკის მიუღებლობით, მიშას მომხრეებზე თავდასხმებით, უზრდელობით პარტია განადგურდება – ცოტა დაფიქრება არ აწყენდა „ზოგიერთ“ კატეგორიულს და უზრდელს: თაკო ჩარკვიანი

40
ნიკა და თაკო ჩარკვიანი

„მელიას უპირობო ზოგიერთ მომხრეს ვურჩევ, კრიტიკის მიუღებლობით, მიშას მომხრეებზე თავდასხმებით, უზრდელობით პარტია განადგურდება – ცოტა დაფიქრება არ აწყენდა „ზოგიერთ“ კატეგორიულს და უზრდელს“, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემი რჩევა იმ პარტიის (რომელსაც 2018 წლიდან განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ, როგორც დასავლური ვექტორის მსხვილ პარტიას და როგორც შემეძლო ბოლომდე გვერდით დავუდექი რა თქმა უნდა იდეის სააკაშვილის და ამომრჩევლის გამო, ახლა „ზოგიერთ აღტყინებული“ და მელიას უპირობო ზოგიერთ მომხრეს ვურჩევ გულწრფელად, კრიტიკის მიუღებლობით, მიშას მომხრეებზე თავდასხმებით, უზრდელობით პარტია განადგურდება და 2016 წლის მდგომარეობაში აღმოჩნდება ნუ თუ რასაკვირველია ეს არ არის მიზანი თქვენი თქვენს პოლიტიკურად სუსტ თავმჯდომარესთან ერთად!!!! ისე შეგახსენებთ რომ თავად ნიკა მელია რომ დაიჭირეს ოპოზიცია (ჩემი ჩათვლით) ბევრად უფრო აქტიურები ვიყავით და ვიბრძოდით მისი თავისუფლებისთვის ხომ მართალს ვამბობ ( მე პირადად ყველა პლატფორმა გამოვიყენე მაშინ) ჰოდა დასკვნა თავად გამოიტანოს მკითხველმა რა ხდება?!!!!! ცოტა დაფიქრება არ აწყენდა „ზოგიერთ“ კატეგორიულს და უზრდელს!!!!“, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები