LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემარცხენე აქტივისტები „ლელოს” უერთდებიან – ხაზარაძემ მეცხრე თორმეტეული წარადგინა (ვიდეო)

435
werywey

მოძრაობა „ლელოს“ ახალი წევრების წარდგენის სერია გრძელდება. მორიგი თორმეტეული ტრადიციულად მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

„ლელოს” დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მათ დღეს სხვადასხვა შეხედულების, თავისუფლად მოაზროვნე და თავის სფეროში პროფესიონალი ადამიანები უერთდებიან.

 

გრიგოლ გეგელია – პოლიტიკური თეორიის დოქტორი

“ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს მთავარი მიზანი, უნდა იყოს ქვაკუთხედი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა.  ვთანხმდებით იმაზე, რომ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში შიმშილობდეს ათასი ბავშვი”

 

ირაკლი კუპრაძე – საჯარო სამართლის იურისტი და სამოქალაქო აქტივისტი

“უკვე 8 წელია, რაც რიგი სტუდენტებისა ჩართული ვართ სამოქალაქო აქტივიზმში და ჩვენ დავინახეთ იმ ჩაგვრის სისტემური ხასიათი, უსამართლობის, კორუფციის, ნეპოტიზმის, რომელიც ყოველ მოქალაქეზე ახდენს უმძიმეს გავლენას, თესავს უიმედობას, იმედგაცრუებას. უკვე ბრაზი დაგროვილია, უკვე მოსულია დრო ცვლილებების, მოსულია დრო, ჩვენ გავბედოთ და გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ”

 

ჯოზეფ სმიტი – წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან, განათლებით აღმოსავლეთმცოდეა

უკვე მრავალი წელია, საქართველოში ცხოვრობს და ჟურნალისტიკასა და აქტივიზმშია ჩართული.მას საარჩევნო გამოცდილებაც აქვს. 2017 წლის საკრებულოს არჩევნებზე დამოუკიდებლად იყარა კენჭი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში და მესამე ადგილზე გავიდა ხმების 14%-ით.

მოძრაობას ასევე,  შეუერთდნენ:

  • ეკატერინე დიასამიძე — კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორი;
  • ცოტნე ჭანტურია — ევროპისმცოდნეობის მაგისტრი;
  • ქეთევან მურღულია — პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრი;
  • ოთარ დავითაშვილი — პოლიტიკის მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი;
  • ვაჟა დარჩია — პოლიტიკის მკვლევარი და სამოქალაქო აქტივისტი;
  • ირაკლი აბაშიძე — ჟურნალისტი;
  • მარიამ ხვედელიძე — ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი;
  • გიორგი მეტრეველი — კულტურულოგი და აქტივისტი;
  • თორნიკე ართქმელაძე — სამართლის მაგისტრი.

 

წარდგენის შემდეგ “ლელოს” წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო იყოს რადიკალურად განსხვავებული სახელმწიფო.

https://www.facebook.com/LELOMovement/videos/519783151909545/?__tn__=kC-R&eid=ARD4pB7d307OMNhYKYMdGQPKF8xNlTRMnGC6nVAncy4saOXqptLijYSGYbSDe1dREG7UOWxo3PIHkD0w&hc_ref=ARRu5RLqNimNVKkyuOVD21Pr0dZKAqPRoAxH7vWk1x7i15JwXl7M7rjbdcWLvhViLlE&__xts__[0]=68.ARAdkg2CMvlOBFRZUXeAh0q1OPqJEIPOS8cMDjjd-rIVF1F4rgadS7ovmTRPxI8dAtuC-fd5_YTOmWAtuNT5l5U5CMKPX2Dfy-2Y7usupRFAS_YhlMsNcRVEdqKRegdm9lgWnDDc_4JQ9f3-wo-PH55zX1t6Wjwv4-DiPSpQExEiAPe4cf-nHOSelcwCJfspG6oPbXSiwFCNpO0AQ5Hr0dwdEbPrYjpXN3ZJ6zlHfzrHE6n5vqQb3vdAb-vaI0uVktHvYLjKqvnNb8VrlXI6ukkQAtH9ZdKIm_SPAiPKl9Pw9tfxWjyybwnsKOyWdm2sqUG9eo56-qVgBNm3Q7JSlrnvZJMlC5Qk

 

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობის, „ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს, ანაკლიაში გაიმართა. ხაზარაძემ მაშინ თქვა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებს, სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი.

ლირიული სადღეგრძელო თუ ჭკვიანური ნაბიჯი – როგორ აფასებენ ხაზარაძის “ლელოს”

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის შექმნასაც გეგმავენ. პარტია „ლელოს“ პრეზენტაციას ხაზარაძე 12 დეკემბერს გეგმავს.

 

უფრო მეტი ლელოზე:

მზარეული, ფარმაცევტი, ფერმწერი – ხაზარაძის გუნდის მეშვიდე თორმეტეული (ფოტოები)

პოეტი, ბიზნესმენი, მასწავლებელი და მთარგმნელი – ხაზარაძემ “ლელოს” კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა (ფოტო)

მხატვარი, ეკონომისტი, იურისტი და ლექსმცოდნე… ვინ არიან ხაზარაძის გუნდის წევრები? [ფოტოები]

 

პოპულალურები