LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე გაფრთხილება კაცობრიობას-გარემოსდაცვითი პრობლემები და კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, დაბინძურებული გარემოს გამო ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 1,7 მილიონი ბავშვი კვდება.

საქართველოში გარემოს დანაგვიანება კანონით ისჯება. თუ ქუჩაში ნაგავს დაყრით, 80 ლარის გადახდა მოგიწევთ, ფანჯრიდან გადმოყრილი ნაგავი 100 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო თუ ტრანსპორტიდან გადაყრით ნაგავს, ჯარიმა 120 ლარამდე იზრდება, მაგრამ ეს კანონის მიხედვით. სავარაუდოდ, მონიტორინგის სისტემის არარსებობის გამო, რეალურად კანონი არ მუშაობს. თუმცა, გარემოსდაცვითი პრობლემები ამით არც იწყება და არც მთავრდება, პრობლემა უფრო გლობალურია და კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, რომლის ხსენებაც ზოგიერთისთვის თავზარდამცემია, ზოგისთვის კი მითი უფროა, ვიდრე რეალური საფრთხე. გარემოს დაცვით პრობლემებზე საუბრისას, სწორედ კლიმატის ცვლილებაზე ამახვილებს “ფორტუნასთან” ყურადღებას საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ამბობს, რომ კაცობრიობამ უკვე მეორე გაფრთხილება მიიღო.

„პირველი გაფრთხილება გაკეთდა 1992 წელს და ესაა მეორე გაფრთხილება. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება შეუქცევადი პროცესები განვითარდეს, რამაც შესაძლოა მსხვერპლად მოიტანოს მთელი კაცობრიობა, სიცოცხლე.”

მეორე გაფრთხილება კაცობრიობას კლიმატის ცვლილებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები