LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე მოსმენისთვის მზად ვართ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ – არჩილ თალაკვაძე

84
არჩილ-თალაკვაძე

მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე კანონპროექტი მიღებულია, მეორე მოსმენისთვის მზად ვართ, ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, კანონპროექტში არ არის საუბარი, რომელიმე კონკრეტულ მოსამართლეზე, არამედ შესრულებულია პირობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას მისცა.

„ჩვენ საზოგადოებას მივეცით პირობა, რომ სამრთლიანად იქნებოდა გაწერილი კრიტერიუმები. აქ არის ოთხი ძირითადი პრინციპი, პირველი – მონაწილეობა არის გახსნილი, ყველასათვის არა მხოლოდ სასამართლოს შიგნით მომუშავე ადამიანებისთვის. მეორე – სიის ფორმირების პროცესი საბჭოში არის გამჭირვალე და შედეგები არის საჯარო. მესამე – ყველა კანდიდატთან, ამერიკის კონგრესის სტანდარტით მოხდება გასაუბრება კომიტეტის ფორმატში. მეოთხე – თითოეულ კანდიდატურას პარლამენტი უყრის კენჭს სათითაოდ. მზად ვართ, რათა ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდოთ მეორე მოსმენისთვის,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დღეს დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები