LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეოთხედ ჩაშლილი აუქციონი – გაიაფებული რიყის დოქები ისევ არავინ იყიდა

80
riqe-5e3290934159c

„რიყის დოქები” 50%–იანი ფასდაკლებითაც ვერ გაიყიდა – აუქციონი მეოთხედ ჩაიშალა. ამჯერად ცნობილი ობიექტი 47.5 მლნ ლარად იყიდებოდა, თუმცა მას მყიდველი ისევ არ გამოუჩნდა. საუბარია 14 591.00 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობაზე.

შეგახსენებთ, „რიყის დოქების“ გასაყიდად პირველი აუქციონი 2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა, მაშინ ობიექტის ღირებულება 95 მილიონ ლარს შეადგენდა. აუქციონის ჩაშლიდან 1 წელში, მთავრობამ ობიექტი გასაყიდად 23.75 მილიონით უფრო იაფად გამოიტანა, თუმცა ისევ უშედეგოდ. მესამედ ეს ობიექტი საპრივატიზაციოდ პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში, აუქციონზე კვლავ 71.2 მლნ-ად გამოვიდა, თუმცა მთავრობის ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები