მომღერალი მერაბ სეფაშვილი ნიკა მელიას აქტიურად უჭერს მხარს. სანამ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს დააკავებდნენ, ის „მთავართან“ საუბრისას აღნიშნავდა:

„რაც შეეხება ნიკა მელიას, ადამიანი არის აბსოლუტურად გახსნილი, ჭეშმარიტად გულანთებული, თავისი ქვეყანა უყვარს. არის თავისი მოსაზრებებით, რომელიც მე პირადად მომწონს, რას ამბობს არასწორს? მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის და ყველას მოსწონს, ალბათ ამიტომ ხდება, მართალია რა. რასაც ფიქრობს, ამბობს, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვუყურებ და ჩემი გამოცდილება და გუმანი ასე მეუბნება. არ არის ეს ის კაცი, რომელიც ტყუილს ამბობს“.

ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ცნობილმა მომღერალმა დაწერა:

„С С С Р
23 თებერვალი
ოღონდ არ გამოვა“.

მსგავსი თემები