LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილმა 57-ე დაბადების დღე მსმენელთან ერთად აღნიშნა – მომღერლის შვილის დებიუტი სცენაზე

261

მერაბ სეფაშვილის სოლოკონცერტი 14 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სრული ანშლაგის პირობებში გაიმართა. სცენაზე მოღვაწეობის მე-40 წელს მომღერალმა მსმენელისგან უდიდესი სიყვარული და ოვაციები მიიღო. მერაბ სეფაშვილმა თავისი რეპერტუარიდან ბევრი ცნობილი სიმღერა შეასრულა, ბენდთან ერთად. კონცერტის მუსიკალური ხელმძღვანელი გახლდათ დავით მაზანაშვილი, რომლის სოლოშესრულებებით სხვადასხვა კომპოზიციაში მსმენელმა ძალიან ისიამოვნა.

მერაბ სეფაშვილმა, თავისი ულევი რეპერტუარის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ კონცერტმა ორ საათზე მეტხანს გასტანა, რასაკვირველია, მაინც ვერ ამოიწურა ამდენი წლის განმავლობაში შესრულებული ჰიტების რაოდენობა, თუმცა ყველა ჰირს დარბაზიდან ადეკვატური გამოძახილი ჰქონდა და მერაბთან ერთად მაყურებელმა ყველა კომპოზიცია შეასრულა.

კონცერტის პირველ ნაწილში მომღერალს მცირე მღელვარება ეტყობოდა და თავადაც აღნიშნა, რომ სცენაზე გამოსვლის წინ ნერვიულობა არც 40 წლის შემდეგ გამქრალა, თუმცა რამდენიმე სიმღერის შესრულების შემდეგ ის უკვე ბრწყინვალე განწყობაზე იყო, რომელიც მთელ დარბაზს გადასდო.

კონცერტზე ბევრი სიურპრიზი გველოდა. მის ბოლოს შევიტყვეთ, რომ ერთ საათში მერაბ სეფაშვილის დაბადების დღე დგებოდა. პოპულარულ შემსრულებელს 57 წელი სცენაზე შეუსრულდა და შეიძლება ითქვას, რომ დაბადების დღე მსმენელის გარემოცვაში აღნიშნა.

 

დიდ სცენაზე პირველად გამოვიდა მისი უმცროსი შვილი სანდრო, რომელიც მამას „ისევ შენ და ისევ შენ“ შესრულების დროს შეუერთდა ბექვოკალებთან – გიორგი ჩიქოვანთან, გოგა მესხთან, ქეთი კვიცარიძესა და ბექა ცხომელიძესთან ერთად.

კონცერტზე მერაბ სეფაშვილს შემოეურთდნენ მეგობრები ისრაელიდან, მორის ჯანაშვილი და კაკული გურიელაშვილი და ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა ერთად წარუდგინეს მსმენელს.

ღონისძიებაზე მერაბ სეფაშვილთან ერთად სიმღერების შესასრულებლად სცენაზე „ქართული ხმების“ ანსამბლი გამოვიდა. ბიჭებთან ერთად მომღერალმა „მრავალჟამიერი“ ექსპრომტად იმღერა, რასაც ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა.

კონცერტში ასევე მონაწილეობდა ბიჭუნათა კაპელა გელა ფარჩუკიძის ხელმძღვანელობით, თუმცა მათ ამ ღონისძიებისთვის გოგონების ჯგუფიც დაიმატეს და ერთობლივად შეასრულეს ჯერ „ქუინის“ Bohemian Rhapsody, შემდეგ კი Imagine, ბოლოს საღამოს მთავარ გმირთან ერთად „ავე მარიაც“ წარმოგვიდგინეს…

ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები