LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილზე განგებ არ ვსაუბრობ, მოყოლა რომ დავიწყო შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს – ნიკა მელია

187
BeFunky-collage

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აანონსებს, რომ პარტიაში ახალი, მაგრამ ამავდროულად, გამოცდილი ადამიანები მივლენ. ამასთან, მისივე თქმით არიან ადამიანები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობაში” ვერ იქნებიან.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ ვანო მერაბიშვილიც გამოცდილია, მელიამ განაცხადა, რომ მასზე  განგებ არ საუბრობს.

“განგებ არ ვსაუბრობ, შეიძლება, ჭერი ჩამოინგრეს მოყოლა რომ დავიწყო, არ მინდა და შეიძლება, იატაკიც ჩავარდეს ქვევით, არა მარტო ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ ქვეყანაშიც, არ  მინდა ივანიშვილის წისქვილზე წყალი დავასხა”. – აღნიშნა მელიამ “ფორმულას” ეთერში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ “ქართულ ოცნებას” ამ ფაქტით თავდაჯერებულობა დააკლდება. ნიკა მელიას შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქართული ოცნების ლიდერები არიან არა პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკაში დასაქმებულები.

“რწმენის თვალსაზრისით ბევრი რამე შეიცვლება, მგონია, ქართული ოცნების თავს. ქართულ ოცნებას დააკლდება თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობა, რომელიც აუცილებლად აისახება შედეგებზე. მე არ ვამბობ საარჩევნო შედეგებზე — როცა უნდა ჩატარდეს, იქაც, ეს გამოჩნდება. მარა, ამ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც, როგორც ჩანს, იქნება ძალიან დაძაბული მიმდინარე წელს, მათ დააკლდებათ თავდაჯერებულობა”. – განაცხადა მელიამ “ფორმულას” ეთერში.

საქართველოს თავისი “ტრამპისეული” ამბავი აქვს – “ვაშინგტონ პოსტი” ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები