LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერი ამბობს, რომ უფროსი და მის გაყიდვას ცდილობდა, როდესაც მომღერალი 12 წლის იყო

336
meraiacery20925

50 წლის მომღერალი მერაია ქერი მალე თავის მემუარებს გამოსცემს. ცოტა ხნის წინ მუსიკოსმა ინტერვიუ მისცა ოპრა უინფრის და მემუარებიდან რამდენიმე შოკისმომგვრელი ისტორიაც მოყვა. ქერიმ პირველად ისაუბრა იმაზე, რატომ აქვს დაძაბული ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ის აცხადებს, რომ 12 წლის იყო, როდესაც უფროსმა დამ ის ნარკოტიკებით გათიშა და შემდეგ გაყიდვა სცადა.

მერაია ამბობს, რომ უფროს და-ძმასთან არასოდეს ჰქონია კარგი ურთიერთობა და თავს ყოველთვის აუთსაიდერად გრძნობდა. აქვე ქერიმ გაიხსენა, რომ პოპულარობის შემდეგ, ძმა მასზე ცრუ ინფორმაციას ყიდდა. მერაიამ დედაზეც ისაუბრა და 2001 წლის მოვლენები გაიხსენა, როდესაც დატვირთული ტურნეს შედეგ, დეპრესიაში იყო და დედასთან გადავიდა საცხოვრებლად. დახმარების ნაცვლად დედამ ფსიქიატრიულ კლინიკაში დარეკა და ექიმები გამოიძახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები