LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაია ქერის ულამაზესი საახალწლო კაბები მედისონ-სკვერ-გარდენზე (ფოტო)

414
mrcr-news34345

25 წელი გავიდა მას შედეგ, რაც მერაია ქერის სუპერპოპულარული საშობაო ჰიტი All I Want For Christmas Is You გამოვიდა, რომელიც ყოველ წელს ყველაზე ჟღერადი საახალწლო სიმღერის სტატუსს არ თმობს. სწორედ ამ ჰიტით გახსნა მერაიამ საშობაო ტურნე, რომლის პირველი კონცერტი მედისონ-სკვერ-გარდენზე გაიმართა. ჯადოსნური დეკორაციებით მორთული სცენა, უზარმაზარი ნაძვის ხე, ულამაზესი კოსტიუმები და დაუვიწყარი შოუ, ასე გამოიყურებოდა მედისონ-სკვერ-გარდენი, სადაც მერაია ქერიმ მაყურებელს დაუვიწყარი შოუ შესთავაზა.

https://www.youtube.com/watch?v=o8DsAG4QTnA

მომღერალმა კონცერტის მსვლელობისას კოსტიუმი რამდენჯერმე გამოიცვალა. მთავარი მისი წითელი კაბაა, რომლითაც ის მუდამ ასრულებს ჰიტს All I Want For Christmas Is You. მას მოყვა რამდენიმე კოსტიუმის გამოცვლა, დაწყენებული თეთრი ჰაეროვანი კაბით, დასრულებული მბზინავი კომბინეზონით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები