Mercedes-Benz Business Week მსოფლიოში პირველად საქართველოში ჩატარდება. ღონისძიება 7-8-9 ივნისს  გაიმართება და ბიზნესმენებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე, ეფექტურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. პროექტის მიზანი რეგიონში ბიზნესსექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიური ინტეგრირებაა.

პროექტის პირველ დღეს გახსნის Mercedes-Benz Daimler-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური მენეჯერი Ilkhomjon Fayziev და დაიმლერის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი Utz Rachner. მოწვეულია ასევე მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტი და ანტრეპრენუარი Andriy Fedoriv.  კვირეულის ყოველი დღე დატვირთული იქნება ქართველი და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლით, რომლებიც აქტუალური თემების შესახებ საკუთარ ბიზნეს გამოცდილებას გაუზიარებენ მოწვეულ სტუმრებს.

საერთაშორისო ბიზნეს კვირეული საქართველოში გერმანული დაიმლერის ოფიციალური წარმომადგენლების, „ბენე ექსკლუზივი“-სა და „აკა ჯგუფი“-ის  ორგანიზებით განხორციელდება. პროექტი კომპანიების დირექტორებს, დამფუძნებლებსა და მაღალი რგოლის მენეჯერებს აერთიანებს.

ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება, კომპანიებმა წინასწარ დაგეგმონ საქმიანი შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, რომლის ორგანიზებაშიც Networking Georgia-ს გუნდი დაეხმარებათ. B2B შეხვედრები  სპეციალურად  მოწყობილ სივრცეში შედგება. გუნდი თითოეულ ეტაპზე მიყვება ორივე მხარეს და უზრუნველყოფს კომპანიების ინტერაქციასა და სასურველი შედეგების მიღწევას.

ბიზნეს კვირეულს 500-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, უცხოელი ინვესტორები და სამთავრობო სტრუქტურები. ღონისძიება სამივე დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება: Mercedes-Benz-ის თბილისის ცენტრში, სასტუმრო „ბილთმორ თბილისსა“ და კლუბ „რესპუბლიკაში“.

Mercedes-Benz Business Week Georgia-ზე საერთაშორისო ბიზნეს სპირეკების გამოსვლის შემდეგ ღონისძიებას  მუსიკალურად გააფორმებს „ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი“, ხოლო მესამე დღეს Parov Stelar-ის საქსაფონისტი Max The Sax. კვირეულის მთავარი მედია პარტნიორები არიან: Forbes, Palitra News და BPN.

დასწრების მსურველები ვერიფიკაციას „ბენე ექსკლუზივი“-ს საიტსა და tkt.ge-ზე გაივლიან.

(R)

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05