LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია დამატებით 110 ახალ 12-მეტრიან ავტობუსს იყიდის

141
reiei5i

თბილისის მერია 110 ახალ ავტობუსს იყიდის. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს იქნება ევრო 6-ის სტანდარტის გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსები.

„უახლოეს დღეებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოაცხადებს ახალ ტენდერს ავტობუსების შესყიდვაზე, ეს იქნება ევრო 6-ის სტანდარტის, გაზზე მომუშავე თორმეტმეტრიანი ავტობუსები, 110 ერთეული. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად იყოს მოწესრიგებული და ეს ყვითელი ავტობუსები, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის თვალსაზრისით, უნდა იყოს ჩანაცვლებული. ქალაქის მოსახლეობა იმსახურებს ახალ, კომფორტულ და სწრაფ ავტობუსებს და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგავრებთ“- განაცხადა კახა კალაძემ

ცნობისთვის, თბილისის მერი 24 ივლისს სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და თბილისისთვის განკუთვნილი 8-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა.

როგორია თბილისისთვის დამზადებული პირველი პატარა ავტობუსი [ვიდეო]

ამ ავტობუსს ექნება შესაძლებლობა ისეთ ქუჩებზე გადაადგილდეს თავისუფლად, სადაც დიდი ავტობუსები ვერ მოახერხებენ სიარულს.

კახა კალაძის თქმით, ავტობუსების პირველი პარტია თბილისში სექტემბრისთვის შემოვა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის მერიას შეძენილი აქვს 454 ავტობუსი, აქედან 194 ხაზზე უკვე მოძრაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები