LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიის ზედამხედველობის სამსახურში რეფორმა იწყება – კონკურსი 80 ვაკანტურ ადგილზე

91

მერიაში ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა იწყება, 80 ვაკანტურ თანამდებობაზე კი კონკურსი ცხადდება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ის დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, ქალაქის განვითარებაში მონაწილეობა მიიღონ.

“დედაქალაქი რომ მოწესრიგებული იყოს, საჭიროა ყველანი შევთანხმდეთ წესებზე და დავიცვათ ისინი. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაფართოვეთ და გავამკაცრეთ ზედამხედველობა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის გარე ვაჭრობის, სამშენებლო უსაფრთხოებისა და მშენებლობის ნორმების დაცვის მიმართულებით, ვგეგმავთ ზედამხედველობის სამსახურის საფუძვლიან რეფორმას და რებრენდინგს, ასევე, სამსახურის მატერიალური ბაზის და ავტოპარკის განახლებას.

ეს სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი და დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები. აღნიშნული ფუნქციების შესრულებისათვის საჭიროა შესაბამისი ადამიანური რესურსიც. ამიტომ, უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი 80 ვაკანსიაზე. ჩვენ მოვუწოდებთ და ვთავაზობთ ყველა პროფესიონალს, მონაწილეობა მიიღოს ღია კონკურსში და შემოგვიერთდეს, იმისათვის, რომ ერთად მკვაგვაროთ ყველა ის საკითხი რაც ქალაისთვის აქტუალურია, “- აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები