LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერკელი: რუსეთს სანქციები მოეხსნება მაშინ, როდესაც ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება

110
1560864363-3195

“მანამ, სანამ ამ ფრონტზე პროგრესი არ გვაქვს, სანქციებს ვერ მოვხსნით და ყირიმთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიხსნება, თუ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება,”- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, უკრაინელ პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მინსკის სამშვიდობო შეთანხმებაც განიხილა.

2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა.

რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა.

რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.