LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერმა დამირეკა და გამამხნევა…ემოციური დღე იყო” – თბილისის მერიაში კორონავირუსით ინფიცირებული

388
BeFunky-collage (8)

თბილისის მერიაში კორონავირუსით ინფიცირებული დავით მჭედლიძე წერს, რომ რთულია დიაგნოზს შეეგუო, მაგრამ იმედი აქვს, რომ  ცხოვრების ჩვეულ რიტმს ძალიან მალე დაუბრუნდება.

„ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. რთულია ფსიქოლოგიურად შეეგუო დიაგნოზს – კოვიდინფიცირებული. მით უმეტეს, როდესაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფიქრობ, რომ ვერაფერი ვერ მოგერევა.

თუმცა, ამაში საგანგაშო არაფერია, ამ ვირუსსაც გავუმკლავდები და მალე დავუბრუნდები ცხოვრების ძველ რიტმს. დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის, ძალიან ბევრი ზარი მქონდა. ასევე დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა, მკითხა ხომ არაფერში მჭირდება დახმარება და მალე გამოჯანმრთელება მისურვა. ვერ დავმალავ, ძალიან გამეხარდა ყურადღება და თანადგომა.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“, – წერს დავით მჭედლიძე სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/david.mchedlidze.3/posts/3691786117521108

 

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერიაში მომუშავე პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მერიაში აცხადებენ, რომ ის ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა და სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები