LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – IPSOS-გლობალის კვლევის შედეგები საქართველოს 5 დიდ ქალაქში

195
ipsos

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, “მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა იმ ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი.

კითხვა ყველა ქალაქისთვის ერთნაირად და მარტივად ჟღერდა – მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?

თბილისი:

ნიკა მელია – 48,4%

კახა კალაძე – 51,6%

ზუგდიდი:

ანზორ მელია – 54,7%

მამუკა წოწერია – 45,3%

რუსთავი:

დავით კირკიტაძე – 53,1%

ნინო ლაცაბიძე – 46,9%

ქუთაისი:

ხატია დეკანოიძე – 51,7%

იოსებ ხახალეიშვილი – 48,3%

ბათუმი:

გიორგი კირთაძე – 51,3%

არჩილ ჩიქოვანი – 48,7%

კვლევა ჩაატარა IPSOS-გლობალმა, “მთავარი არხის” დაკვეთით. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.

სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები