LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მერწმუნეთ, ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია” – ბიძინა კულუმბეგოვი

159
images-2020-11-27-05-58-37-877127

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

ამჯერად, კულუმბეგოვი წერს, რომ მოსახლეობის წახალისების მიზნით, ჩინეთი ხალხს სოციალურ პაკეტებს სთავაზობს, რათა ვაქცინაციისკენ უბიძგოს.

ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ “დადგა დრო ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ.”

“ჩინეთის მიზანია აცრას მოსახლეობის 40% (520 მილიონი ადამიანი) ივნისის ბოლომდე და 64% (780 მილიონი ადამიანი) წლის ბოლომდე.
“უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები – ეს არის სტიმული, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესი იყენებს, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებაში“ – წერს ვოშინგტონ პოსტი 5 აპრილის სტატიაში.
მგონი დადგა დრო ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ.
მერწმუნეთ ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია”-წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

აღდგომის ღამე პანდემიის მიმდინარეობაში დრამატულ ცვლილებებს არ შეიტანს, უფრო დიდი საფრთხეა საქალაქო ტრანსპორტში: ბიძინა კულუმბეგოვი

“ასტრაზენეკას“, „ფაიზერს“ და „ჯონსონ და ჯონსონს“ სიკვდილიანობისგან ერთნაირად 100 პროცენტიანი დაცვა აქვს

„ე.წ. ჩეკ-ლისტში ცვლილებებს შევიტანთ”- კულუმბეგოვის თქმით, კითხვარს სისხლის შედედების პრობლემებზე რამდენიმე კითხვა დაემატება

უნდა გაიკეთოთ თუ არა კოვიდ-19 -ს საწინააღმდეგო ვაქცინა, თუ გაზაფხულზე ალერგია გაწუხებთ – კულუმბეგოვის განმარტება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები