კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ბუსტერ-დოზა ადამიანს ხანგრძლივ და მყარი იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმარება, ამის შესახებ  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ის, რომ ზოგიერთ ვაქცინას ბუსტერ-დოზა სჭირდება, ეს პრეპარატის სისუსტეს და არაფექტურეობას არ ნიშნავს.

„ჯერჯერობით მხოლოდ ორმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ბუსტერ-დოზა არის საჭირო. ეს არის „ფაიზერი“ და ზოგიერთ ქვეყანაში, მიიღეს გადაწყვეტილება „სინოფარმის“ ბუსტერ-დოზასთან დაკავშირებით. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავ, პირიქით ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ, რომ მესამე, ბუსტერული, გამაძლიერებელი დოზა იმის გარანტიაა, რომ კიდევ უფრო მეტი იმუნური პასუხი იქნება ორგანიზმიდან, კიდევ უფრო მეტი ანტისხეული გამომუშავდება.

ამაში აბსოლუტურად არ უნდა განვიხილოთ როგორც ვაქცინის ეფექტურობის ან მისი ხარისხის შეფასების კრიტერიუმი, რადგან მესამე დოზა დაჭირდა, ვაქცინა სუსტია ან არაეფექტური.

„ფაიზერი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც გამოაცხადა მეორე დოზიდან 6-12 ინტერვალში მესამე დოზის აუცილებლობა. „ფაიზერის“ ვაქცინა დღეს უპირობო ლიდერია მსოფლიო ბაზარზე, ამიტომ ეს არ უნდა განვიხილოთ როგორც პრობლემური, პირიქით მესამე დოზა მოგვცემს რწმენას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მყარი და ხანგრძლივი იმუნიტეტი“. – განმარტავს “დღის კურიერში” იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

შეგახსენებთ საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით 191 001-ია აცრილი.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები