LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში იქნება – ჯანმო ევროპას აფრთხილებს

184
55353384-303

2021 წლის დასაწყისში ევროპაში “კოვიდ-19”-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ განაცხადა.

”პირველი ტალღის კონტროლის შემდეგ, ევროპამ ხელიდან გაუშვა საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა. ახლა ჩვენ გვაქვს მეორე ტალღა. თუ ისინი არ შექმნიან საჭირო ინფრასტრუქტურას, მომავალი წლის დასაწყისში მესამე ტალღა გვექნება”- განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.

ამასთან, დევიდ ნაბაროს თქმით, ევროპამ აზიის ქვეყნებისგან ბევრი რამ უნდა ისწავლოს. მისივე განცხადებით, დაგვიანებული რეაგირების შემთხვევაში პრობლემა უფრო სერიოზულ მასშტაბებს მიიღებს.

“ამასობაში, აზიაში, რიცხვები შედარებით დაბალია, რადგან ისინი იცავენ დისტანციას, ატარებენ ნიღბებს, არიან იზოლირებულნი”- აღნიშნა ნაბარომ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები