LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესამე ტალღა სავარაუდოდ, დაიწყო: რატომ არ აპირებს ლევან რატიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას

1114
ლევანი 44

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას არ აპირებს, რადგან ანტისხეულები ჭარბად აქვს.

მე კორონავირუსი გადავიტანე და ანტისხეულები საკმაოდ ჭარბად მაქვს, – ამბობს რატიანი რადიო „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

„ჯერჯერობით ანტისხეულები ძალიან ჭარბად მაქვს, სამ თვეში ერთხელ ვიმოწმებ და მაქვს მატების ტენდენცია. პირველი ანტისხეულები აგვისტოს თვეში აღმომაჩნდა – 4 იყო, დღეს კი დაახლოებით 167 მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ორგანიზმი ამ ეტაპზე იმუნიზაციას არ საჭიროებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, ქვეყანაში სავარაუდოდ მესამე ტალღა დაიწყო, რადგან კლინიკაში მომართვიანობამ მოიმატა.

„ვაქცინაცია პანდემიას დაამარცხებს. პანდემია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ყველამ ერთი მიზანი უნდა დაისახოს, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვქონდეს. ვაქცინა არის ერთადერთი პრეპარატი, რომელსაც ხალხის სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში ვაქცინირებულთა რიცხვი ამ დროისთვის 22099-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები