LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეშინოდა იმ სტუდენტისა” – ილია მეორე თვითმკვლელობაზე ახალგაზრდობის ამბავს იხსენებს

153
408947352

პატრიარქმა ილია მეორემ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით იქადაგა. მან ამასთან დაკავშირებით, სტუდენტობის დროინდელი ამბები გაიხსენა.

“დღეს სახარება გვეუბნება ჩვენ იმის, თუ რა არის მთავარი. ადამიანმა უნდა იფიქროს, მთავარი რა არის, რა არის მარადიული და რა არის დროებითი. სასუფეველი ღვთისა არის მთავარი, დაუსრულებელი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მკვიდრი გავხდეთ სასუფევლისა.

ერთი შემთხვევა იყო, სტუდენტებმა მოიტანეს სასულიერო აკადემიაში ფილმი და დარბაზში აჩვენებდნენ. მრავალი სტუდენტი დაავადებული იყო გრიპით, მაგრამ მაინც წავიდნენ იმ დარბაზში, კინოდარბაზში და უყურებდნენ იმ ფილმს. მე სიცხე მქონდა და ვერ წავედი. დიდი დარბაზი იყო, იქ ვიწექით, დავრჩით ორი სტუდენტი და საოცარი რამ მოხდა, მე კარგად ვიცნობდი ამ სტუდენტს, ამიტანა შიშმა. ვეკითხებოდი ჩემს თავს, რის შიში გაქვს, რატომ გეშინია? – მეშინოდა იმ სტუდენტისა და მკითხა, თერმომეტრი სად არისო, მე ვუჩვენე და სულ ვნატრობდი, რომ სტუდენტები, რომლებიც მელოდებოდნენ მოვიდნენ-მეთქი. მოვიდნენ და დავმშვიდდი. დილას რომ გავიღვიძეთ, ის სტუდენტი არ იყო ადგილზე. კორიდორი იყო, სადაც იყო ჩამოკიდებული პალტოები, გავიდა სტუდენტი იმ კორიდორში და საშინელება ნახა, ის სტუდენტი, რომლისაც მე მეშინოდა, პალტოების დასაკიდებელზე ეკიდა ჩამომხრჩვალი. ე.ი. მას ყავდა დაპატრონებული ეშმაკი და ეშმაკი მაშინებდა მე” – თქვა პატრიარქმა.

მანვე მშობლებს მოუწოდა, რომ ამ თემაზე შვილებს ესაუბრონ.

“ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დღეს დაასაფლავეს 11 წლის ბიჭი, რომელმაც მოიკლა თავი, რომ ჰკითხო რატომ მოიკალი თავიო, ვერ გეტყვის. ეშმაკი სდევდა. გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკვლა მინდოდაო. იმდენი სდია, იმდენი ეცადა, რომ მოეკლა თავი. ღმერთმა ყველა დაიფაროს, როგორც კი მოვა ესეთი აზრი, უნდა წავიდეს ადამიანი მოძღვართან, აღსარებაში უნდა უთხრას, აღსარების საშუალებით განიდევნება. გალაკტიონმა არ გააკეთა ეს, მაგრამ გალაკტიონს ჰქონდა სულიერი გადახრები. გახსოვთ ტერენტი გრანელი რას ამბობს, გალაკტიონშიაო დემონიო და ჩემში ანგელოზიო.

ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს. შვილებს უნდა ასწავლოთ, უნდა გააფრთხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს იკლავს, თავისი ხელით აძლევს თავის სულს ეშმაკს,” – თქვა ილია მეორემ.

უწმინდესმა მოსახლეობას კურთხევა მისცა, რომ სახლი და ეზო აკურთხონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები