LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიას წყლის გამწმენდი ნაგებობა წლის ბოლოდან ექნება

80

ტურისტულ ზონებში წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში მიმდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროცესს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა და მოადგილე, ირაკლი ურუშაძე ადგილზე გაეცნენ.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ობიექტი მესტიაში მცხოვრებ 3000-მდე ადამიანსა და იქ ჩასულ ტურისტებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ამასთან, პროექტის ფარგლებში აშენდა რეზერვუარები და წყლის მაგისტრალური მილსადენი. ამ დროისთვის, სამუშაოების 90% შესრულებულია.

სამინისტროს ინფორმაციით, საკურორტო ზონაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

სამუშაოები აზიის განვითარების ბაკმა 21 956 496 ლარით დააფინანსა. პროექტის ფარგლებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები