LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში ადგილობრივებმა ხატზე დაიფიცეს, რომ “მაინერებს” გამორთავენ

82
61cdb4c9b81de

მესტიაში ადგილობრივებმა ხატზე დაიფიცეს, რომ ე.წ. „მაინერებს”, რომლებიც კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად დიდძალ ელექტროენერგიას იყენებს, გამორთავენ.

მესტიელები წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბნენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან ელექტროენერგიის მიწოდება იმდენად არის შემცირებული, რომ მესტიელები იმ დროსაც კი, როცა დენი არ ქრება, მის გამოყენებას ვერ ახერხებენ.

“დღემდე ყველას ეპატიოს, ხოლო დღეიდან ვინც მაინერი არ გამორთოს, წმინდა გიორგი გაუწყრეს!”- აღნიშნეს ეკლესიაში შეკრებილმა პირებმა.

შეგახსენებთ,რამდენიმე დღის წინ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია იტყობინებოდა, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ელექტრონერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, რაც მესტიას სრული ჩაბნელების რისკის წინაშე აყენებს. მერიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა დიდწილად ე.წ მაინერების მომრავლებასთანაა დაკავშირებული.

,,ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც მესტიაში ფიქსირდება“ – ენერგო-პრო ჯორჯია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები