LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს უკვე მეხუთე დღეა ეძებენ

146
1576350996-15bdfhbgsfv-890x395-c

მესტიის სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს უკვე მეხუთე დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში 50-მდე მაშველია ჩართული და დრონების მეშვეობითაც ეძებენ. არ გამორიცხავენ ძალების დამატებასაც. შეტყობინება 112-ის ცენტრში არასრულწლოვანის დაკარგვის შესახებ 19 ივლისს შევიდა. მოზარდი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბიჭი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა სასეირნოდ, თუმცა ბოლოს მარტო გავიდა სახლიდან.

ფილფანების ოჯახი მესტიაში მოსკოვიდან პანდემიის დროს ჩამოვიდა.

პოპულალურები