LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთ დეიმონი მიიჩნევს, რომ ჯორჯ და ამალ კლუნების შვილებს ძალიან გაუმართლათ

113

მეთ დეიმონის განცხადებით, ამალ კლუნის ორსულობის შესახებ გასული წლის შემოდგომაზე გადასაღებ მოედანზე შეიტყო, სადაც ის კლუნისთან ერთად მონაწილეობდა. „მან გვერდზე გამიყვანა და ეს ამბავი მითხრა. იმდენად გამიხარდა, რომ ცრემლები ძლივს შევიკავე, – განაცხადა დეიმონმა. – მან უმორჩილესად მთხოვა, ამის შესახებ არაფერი მეთქვა, სანამ ცოტა დრო არ გავიდოდა“.

მსახიობის თქმით, ჯორჯი და ამალი არაჩვეულებრივი მშობლები იქნებიან და მათ შვილებს ნამდვილად ძალიან გაუმართლათ.

შეგახსენებთ, რომ კლუნები 2014 წელს დაქორწინდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები