LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთ დეიმონი „ოუშენის რვა მეგობარში“ გამოჩნდება

140

სტივენ სოდერბერგის ცნობილ ტრილოგიას „ოუშენის რვა მეგობარი“ ახალი ვარსკვლავი შეემატა. საუბარია მეთ დეიმონზე. თავად მსახიობმა დაადასტურა პროექტში მონაწილეობა და განაცხადა, რომ სცენარი ჯერ არ წაუკითხავს, თუმცა ძალიან მოსწონს მსახიობთა შემადგენლობა და დარწმუნებულია, რომ წინ ბევრი მხიარულება ელის.

შეგახსენებთ, რომ „ოუშენის რვა მეგობრის“ ძირითადი ქასტი სანდრა ბალოკისგან, სარა პოლსონისგან, ენ ჰეთევეისგან, ჰელენა ბონემ კარტერისგან და რიანასგან შედგება. ფილმის სიუჟეტი არ ხმაურდება, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ბალოკი დენი ოუშენის დის როლს ასრულებს, რომელსაც კრიმინალური წარსული აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები