LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი სიცოცხლე ყველა უბანში – კახა კალაძემ საარჩევნო სლოგანი წარადგინა

51
5656

დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ საარჩევნო სლოგანის პრეზენტაცია ონლაინ გამართა.

ახალი სლოგანის წარდგენა კახა კალაძემ მადლობით დაიწყო.

მან მადლობა გადაუხადა  ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაასახელა დედაქალაქის მერობის კანდიდატად.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ დედაქალაქის მაცხოვრებლებს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც 4 წლის განმავლობაში თქვენგან ვგრძნობდი. ეს მხარდაჭერა დასაფასებელია და მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი შრომით, ჩემი საქმიანობით და განხორციელებული პროექტებით უკან დაგიბრუნოთ ეს სიყვარული, რასაც ვგრძნობ ყოველდღიურად.

2017 წელს, როდესაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვიწყებდით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ჩვენი ხედვა, დაპირებები, კონკრეტული მიზანი, თუ როგორ წარმოგვედგინა, როგორი უნდა ყოფილიყო დედაქალაქი და რა უნდა გაკეთებულიყო და გვქონდა ჩვენი საარჩევნო სლოგანი, „სიცოცხლით სავსე ქალაქი“.

ცხადია, ეს მხოლოდ სიტყვები არ იყო და ამის უკან იდგა ძალიან დიდი პროგრამები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამ 4 წლის განმავლობაში.“ – აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში დედაქალაქს ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა პანდემიამ.

„მგონია, რომ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო ბევრ რაღაცაზე მოგვიწია დაფიქრება.

ბევრი პროექტი განხორციელდა და რა თქმა უნდა, გვინდა მეტი.

გვინდა მეტი მწვანე სივრცე. გვინდა მეტი რეკრეაციული არეალები. გვინდა მეტად მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ყველა ქუჩაზე უნდა გადაადგილდებოდეს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მეტი კომფორტი ამ თვალსაზრისით.

  • გვინდა, მეტი სოციალური და ჯანმრთელობის მიმართულების პროგრამა იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ადამიანებს.
  • გვინდა უფრო მეტი საბავშვო ბაღი, იმისთვის რომ ჩვენს შვილებს ნორმალურ გარემოში აღიზარდონ და მიიღონ განათლება.

შესაბამისად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი სლოგანი და დაპირება იქნება „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში”.

„ჩვენ მზად ვართ, პირადად მე და ყველა ის ადამიანი, ვინც მუნიციპალიტეტში მუშაობს, მზად ვართ რომ 24 საათიან რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში.

იმისთვის რომ მეტი მწვანე სივრცე შევიტანოთ ყველა უბანში და იმისთვის, რომ მეტი სპორტული დარბაზი გვქონდეს.

იმისთვის, რომ მეტი განახლებული და მოწესრიგებული ავტობუსი და მიკროავტობუსი მოძრაობდეს დედაქალაქში.

ჩვენ მზად ვართ გემსახუროთ თბილისელებს“. – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები