LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროს მემანქანე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

137
მეტრო

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მეტროს მემანქანე კორონავირუსით გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა „ერთობა 2013″-მა გაავრცელა.

„ფორტუნას“ სატრანსპორტო კომპანიაში მემანქანის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურეს.

„გარდაიცვალა მემანქანე ინსტრუქტორი, რომელიც დეპო გლდანში მუშაობდა. 17 ნოემბერს მას სიცხე დაუფიქსირდა და თვითიზოლაციაში გადავიდა. ჩავუტარეთ ტესტი და 20 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა“, – განგვიცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, მემანქანე 50 წელს იყო გადაცილებული.

შეგახსენებთ, მეტროს მემანქანეებს შორის კორონავირუსის არაერთი ფაქტის შესახებ პროფკავშირებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს ინფორმაცია და თქვეს, რომ ინფიცირებულია ათობით თანამშრომელია. 

სატრანსპორტო სამსახურში აცხადებენ, რომ დაინფიცირებული მემანქანეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები