LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ “სამგორში” შეფერხების გამო, მგზავრებს მატარებლის დატოვება მოუწიათ

259
metro-tbilisi

მეტროსადგურ „სამგორში“ მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მგზავრებს მატარებლის დატოვება მოუწიათ.

რადიო „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია და მოძრაობა აღდგენილია.

„სამგორის“ სადგურზე მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ჩვენ კონკეტული შემადგენლობა დავცალეთ მგზავრებისგან. სათადარიგო მატარებელი შემოვიყვანეთ და ძველი გადავიყვანეთ ჩიხში. მატარებლის გაუმართავობამ შეფერხება პირველ ხაზზე გამოიწვია. შემთხვევა 10 საათზე მოხდა და 10 საათსა და 15 წუთზე მოძრაობა უკვე აღდგენილი იყო,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.