LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეტროში ავი ძაღლია” – რატომ აჩერებს პოლიცია მოქალაქეებს

341
policiamoqalqesacherebs

“მეტროში არ შეხვიდეთ, ავი ძაღლია,”- “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერი დავით სუბელიანი სოციალურ ქსელში დიდუბის მეტროში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელშიც ჩანს, როგორ ამოწმებს პოლიციელი მოქალაქეებს.

“დილა მშვიდობისა თბილისელებო. მეტროში არ შეხვიდეთ, ავი ძაღლია

ეს ამბავი აღბეჭდა პატარა ხნის წინ Dato Laghidzeმ.სანამ გადაიხდი, ჯერ პოლის ჩეკი უნდა გაიარო – ჯიბე, ჩანთა, ნასკი, ანუსი – ყველაფერი მოწმდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia მომატებული რისკია რამე და არ ვიცით?”- წერს დავით სუბელიანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ფორტუნა შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მსგავსი ქმედებები დანაშაულის პრევენციის მიზნით ხორციელდება. პოლიცია უფლებამოსილია პირი შეაჩეროს, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის.

“მომხდარ დანაშაულზე რეაგირების გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით, პოლიცია უფლებამოსილია „პოლიციის შესახებ კანონის“ საფუძველზე, შეაჩეროს და შეამოწმოს პირი თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს თან აქვს ამავე კანონით აკრძალული რაიმე ნივთი. სწორედ აღნიშნულ, კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პერიოდულად,”-აღნიშნავენ უწყებაში.