LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეუფე პეტრეს პატრიარქის მოკვლა სურდა” – საპატრიარქოს ადვოკატის სკანდალური განცხადება

78

მეუფე პეტრე ცაავა მუდმივად ცდილობს, პატრიარქს შეეწინააღმდეგოს და მის მოშორებაში აქტიურად არის ჩართული, – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

როგორც ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, მეუფე პეტრე ცაავა  მუდმივად ცდილობს მის თანამზრახველებთან ერთად, პატრიარქს კონკრეტულ საკითხებში შეეწინააღმდეგოს.

“ვასახელებ მეუფე პეტრეს, რომ მას სურვილი ჰქონდა, რომ პატრიარქი მოეკლა. მეუფე პეტრე სავარაუდოდ აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. რაც შეეხება მის თანამზრახველებს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთ-ერთი ახლა ციხეშია. საუბარია გიორგი მამალაძეზე“, – განაცხადა ქარჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები