LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე სპირიდონი: შენ ამბობ, მოდი რა, შევრიგდეთ, როგორ შევრიგდეთ შე დალოცვილო, არ მოგინანიებია!

2224
saakashvili 654

მეუფე სპირიდონმა ქადაგებისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია შეაფასა და  განაცხადა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომლის მიწასაც გაფრთხილება უნდა და ტერიტორიების დაკარგვის გამო პასუხი უნდა აგოს ადამიანმა.

„როდესაც საქართველოს ტერიტორიებს კარგავ, შენ მარტო ქართველებს კი არ სცოდავ, ყოვლადწმინდა ღვთისშობელს სცოდავ.“ – ამბობს მეუფე.

მეუფე სპირიოდონი ასევე საუბრობს იმ პერიოდზე, როდესაც მისივე თქმით, ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ.

„ციხეებში მკვდარზე „ასკოჩავდნენ“ ადამიანებს.  მახსოვს ირმა ინაშვილმა 2012 წელს გაასაჯაროვა ის ფაქტები, როგორ საზიზღრობებს უკეთებდნენ პატიმრებს. როგორ აუპატიურებდნენ ციხეებში პატიმრებს“, – აცხადებს მეუფე.

ამასთან, მეუფემ გაიხსენა მისი ახლობლის ამბავი, რომელიც იმ პერიოდში ციხეში იჯდა.

„მისმა მეგობარმა მოგვიანებით მოუყვა, რომ ერთ-ერთ ლაგერში, სადაც თვითონ იჯდა, 200-მა პატიმარმა ხელი მოაწერა პეტიციას. წერილი გაუგზავნეს პრეზიდენტს, სადაც ეუბნებოდნენ, გეხვეწებით, ცემასაც მოვითმენთ და შიმშილსაც, ოღონდ ხალხს ნუ აუპატიურებთო. 

მერე შემოვადნილად და ეს ხალხი სასიკვდილოდ უცემიათ, არავინ იცის ის ხალხი სად გაანაწილეს. ეს ძალიან მძიმე ცოდვაა. შეუძლებელია, ასეთი ადამიანები იყვნენ ხელისუფლების სათავეში“.  – ამბობს მეუფე სპირიდონი ქადაგებისას.

მეუფე სპირიდონის თქმით, როცა ადამიანს ასეთი ცოდვები აქვს ჩადენილი, მასთან შერიგება წარმოუდგენელია.

„როცა ესეთი ცოდვებია ჩადენილი და შენ ამბობ, მოდი, რა შევრიგდეთ, როგორ შევრიგდეთ შე დალოცვილო, არ მოგინანიებია!
როგორც საჯაროდ ლანძღავდი და აგინებდი ეკლესიას, ასევე საჯაროდ უნდა მოინანიო ეს, რომ ხვრეტდი საჯაროდ ქუჩაში ბავშვებს, უნდა გამოხვიდე და საჯაროდ გულწრფელად მოინანიო, უნდა თქვა, რომ უმძიმეს ცოდვებში ჩავარდი და შენს ხალხს და შენს ქვეყანას სთხოვო შენდობა! როგორც დავით გარეჯა საჯაროდ გადააბარე უცხო ქვეყანას, ეს წმინდა მიწის ნაწილი, უნდა საჯაროდ მოინანიო! რომ დაუთმე სამაჩაბლო, ახალგორი და კოდორის ხეობა უცხო ქვეყანას, უნდა საჯაროდ მოინანიო, თუ გინდა რომ გეპატიოს, თორემ ისე რა აზრი აქვს?

არაფერი! ესე იგი, გამოდის, შენ გინდა ხელისუფლებაში დაბრუნდე, რომ მერე შურისძიებით უარესი გააკეთო.

რახან დაუპირისპირდი ეკლესიას და ალანძღინე შენს ტელევიზიებს, კიდეც ხარ იქ, სადაც იმსახურებ!

რომ არ მოხდეს მოკვეთა, სანამ ხარ ცოცხალი, შეინანე!

მე შენი გაკეთებული სიკეთეც მახსოვს, მაგრამ ერთი ხელით ააშენე, მეორეთი დაანგრიე“! – ამბობს მეუფე სპირიდონი ქადაგებისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები